იანვარში მშენებლობა წლიურად გაძვირდა, დეკემბერთან შედარებით კი გაიაფდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის იანვრის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით. მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5%-ით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 17.7%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით.

იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვის ჭრილში 4%-ით შემცირება განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5%-იანი შემცირებით, რამაც -4.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.8%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.82 და 0.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24%-ით.