USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
„საქსტატი“ - იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 025.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტია
Date:  311

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 556.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 4.8 პროცენტით).

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ - ოქტომბერში, 8 088.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 047.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611.0 მლნ. აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 219.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 596.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.3 მლნ. აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 636.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 061.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 728.3 მლნ. აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 000.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 310.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 242.0 მლნ. აშშ დოლარით (4.4 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 718.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 090.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 513.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way