USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
თბილისი
საქსტატი - 2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა
თარიღი:  449

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397 ათასამდე გაიზარდა. წლიურად ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 6 ათასით არის გაზრდილი.

აქედან საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო (წლიური ზრდა 0,7%), ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი - 54.8 ათასი იყო.

რეგიონების მიხედვით ტრადიციულად ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 79.6 ათასი,
საიდანაც დახმარების მიმღებია 33.5 ათასი.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, ჩერდება. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული.

მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, 300-ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველის სტატუსსაც.

დეკემბერში საარსებო შემწეობაზე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში შემწეობას 278 ათასზე მეტი ბავშვი იღებს.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70% ქალია, ხოლო 29.6% - კაცი. 2024 წელთან შედარებით პენსიის მიმღებთა რიცხვი 3%-ით არის გაზრდილი.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.8 პროცენტი ქალია, ხოლო 67.2 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლების 69.5% შეზღუდული შესაძლებლობაა, 17.5% - ომის მონაწილე, 11% - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი. ამასთან, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების რიცხოვნობა 134.7 ათასი იყო.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის