USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
საქსტატი - 2024 წელს ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 896 ლარი იყო
Date:  157

2024 წელს ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 896 ლარი იყო. შესაბამისი მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

კერძოდ, როგორც 2024 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლებიდან ჩანს, გასულ წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ით გაიზარდა და 1 896 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა.

"გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერრები, რომლის წილიც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.4% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.9%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 81.7%-ს შეადგენდა", - წერია საქსტატის მიმოხილვაში.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შინამეურნეობების საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრების განაწილება ძირითადი წყაროების და დასახლების ტიპის მიხედვით, 2021-2024 წლებში.

აღსანიშნავია, რომ ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.6% შეადგინა.

თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.7%-ს გაუტოლდა.

პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.3% შეადგინა.

 

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way