USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
„საქსტატი“ - 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 6 090.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
თარიღი:  

2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4 პროცენტით შემცირდა და 2 791.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესია საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (541.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (343.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (270.0 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 474.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 257.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 180.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის