USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
საქსტატი - 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 1 902.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია
Date:  713
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2023 წელი (დაზუსტებული) 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი
უმსხვილესი სექტორები (მლნ. აშშ დოლარი)
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 583.6
  • ვაჭრობა 314.3
  • დამამუშავებელი მრეწველობა 301.5
  • ტრანსპორტი 165.4
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია 119.6

2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 902 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება - დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მარტში გამოქვეყნებული პირვანდელი მონაცემებით, FDI 1 მილიარდ 595 მილიონი დოლარი იყო.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლიდან და დააკორექტირა 2024 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემიც. ადრე გამოქვეყნებული - 201.3 მლნ აშშ დოლარი. დაზუსტებული - 194.3 მლნ აშშ დოლარი.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way