USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
საქსტატი - 2022 წელს არარეზიდენტმა პირებმა ქვეყანაში 5.4 მილიონი შემოსვლა განახორციელეს, აქედან 3 მილიონი იყო ტურისტი
თარიღი:  272

2022 წლის განმავლობაში საქართველოს არარეზიდენტმა პირებმა ქვეყანაში 5.4 მილიონი შემოსვლა განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 2.9-ჯერ მეტი იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში 5.4 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა.

სინამდვილეში ტურიზმისა და საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა მეთოდოოლოგიურად იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რადგანაც ვიზიტის ტიპის, ხანგრძლივობის და ვიზიტის განმახორციელებელი პირის ასაკის მიხედვით, ის სხვადასხვა კატეგორიებად ნაწილდება.

ვინ შემოვიდა საქართველოში და რა სტატუსი ჰქონდათ მათ?

საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური - ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ამ კატეგორიაში ასევე შედიან 15 წლამდე პირებიც, რომლებიც ოფიციალური მეთოდოლოგიით “ვიზიტორის” კატეგორიაში არ ექცევიან. საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურის 5.4 მილიონი შემოსვლა არ ნიშნავს, რომ 5.4 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური იმყოფებოდა ქვეყანაში. სინამდვილეში ეს მხოლოდ შემოსვლების რაოდენობას აღნიშნავს, რადგანაც აღნიშნული პირების ნაწილი საქართველოში წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

ვიზიტორი - ოფიციალური მეთოდოლოგიით არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს). გასულ წელს საქართველოში 4.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 2.7-ჯერ მეტი იყო.

ტურისტი - ოფიციალური მეთოდოლოგიით, ტურისტი არის პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი ღამით მაინც დარჩა, იმისდა მიუხედავად იყო თუ არა მისი ვიზიტის დანიშნულება ტურისტული ხასიათის. 2022 წელს საქართველოში 3.7 მილიონი ტურისტული ხასიათის ვიზიტორის ვიზიტი შედგა, ეს 2021 წელთან შედარებით 2.1-ჯერ მეტი იყო. ეს ვიზიტები 3-მა მილიონმა ტურისმა განახორციელა.

საქსტატის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების 78 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ამასთან, საერთაშორისო ვიზიტორების 18 მხოლოდ ექსკურსანტი იყო. ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით ექსკურსანტი არის პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ვიზიტი იყო იმდენად ხანმოკლე, რომ მას ქვეყანაში ღამე არ გაუთენებია. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 733 ათასი ექსკურსანტის სტატუსის მქონე პირის ვიზიტი შედგა. ეს შეიძლება იყოს როგორც ტრანზიტი, ასევე სხვა დანიშნულებით განხორციელებული ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში.

შესაბამისად, ვიზიტორების განაწილება გასულ წელს ასე გამოიყურებოდა:

ტურისტი - 3 მილიონი;
მხოლოდ ექსკურსანტი - 733 ათასი;
როგორც ექსკურსანტი, ასევე ტურისტი - 147 ათასი.

საქსტატის თანახმად, 2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.1 მილიონი), თურქეთის (925.6 ათასი) და სომხეთის (742.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

დანიშნულებების მიხედვით, არარეზიდენტთა მიერ განხორციელებული ვიზიტები ასე ნაწილდებოდა:

დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 2.52 მილიონი ვიზიტი;
მეგობრების/ნათესავების მონახულება - 942 ათასი ვიზიტი;
ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად - 639 ათასი ვიზიტი;
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 312 ათასი ვიზიტი;
შოპინგი - 199 ათასი ვიზიტი;
მკურნალობა, გაჯანსაღება - 22 ათასი ვიზიტი;
სხვა - 68 ათასი ვიზიტი.

გასულ წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების 61% მამაკაცი 39% კი ქალი იყო.

საქსტატი

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.