USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
საქსტატი - FDI-ის შემცირების უმთავრესი მიზეზი ივანიშვილის მიერ აქტივების “ქართუსთვის” ჩუქებაა
Date:  693

FDI-ის შემცირების უმთავრესი მიზეზი ივანიშვილის მიერ აქტივების “ქართუსთვის” ჩუქებაა - ასე განმარტავს “საქსტატი” 2020 წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტციების შემცირების უმთავრესი მიზეზი რამდენიმე მსხვილი საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთარებაში გადასვლაა.

“უფრო კონკრეტულად ასეთი მასშტაბური შემცირების მიზეზად გვევლინება 2020 წლის მეოთხე კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის სექტორში მოქმედი კომპანიის საქველმოქმედო ფონდი "ქართუსთვის" უსასყიდლოდ გადაცემის შემთხევევა, რამაც დაახლოებით 300 მლნ დოლარით შეამცირა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

მისივე თქმით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირების ძირთად მიზეზად სახელდება წილის ცვლილება, რაც შეეხება ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორს, აქ შემცირება დაკავშირებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებასთან.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მისი კუთვნილი ბიზნესების და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდა, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საკუთრებაში გადაიტანა. საჯარო რეესტრში ცვლილებები 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დარეგისტრირდა.

ყველაზე მსხვილი ცვლილება 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, როდესაც “ტურიზმის განვითარების ფონდი”, რომლის საკუთრებაშიც თავისმხრივ “პანორამა თბილისის” მშენებარე ობიექტები და “პარაგრაფ შეკვეთილი” შედიან ქართუ ფონდს გადაეცა. ცვლილებამდე ამ კომპანიების 100%-იან წილს პანამური FRANKSTON INTERNATIONAL S.A. ფლობდა. კომპანიის საწესდებო კაპიტალის მოცულობა 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 580 მილიონი ლარი იყო.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way