USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა
дата:  649

საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა. ინფორმაციას საქპარტენტი ავრცელებს.

"ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ახალ წელთან ერთად, მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსს, უამრავი ადამიანი მისი სახელით იღებს საჩუქრებს, რასაც სიხარული, ბედნიერება და მომავლის, ახალი წლის იმედი მოაქვს. და მაინც, ასეთი თვალსაჩინოების, უთვალავი საჩუქრისა და ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, აგერ უკვე ას წელზე მეტია დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ის არ არსებობს, თუმცა ყოველ წელს ჯიუტად ველოდებით მისგან საჩუქრებს. უდავოდ ადამიანური მიდგომაა. სინამდვილეში თოვლის ბაბუა ადამიანებში სიკეთის კეთების მარადიული და დაუძლეველი სურვილის მტკიცებულება და ამ სიკეთის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც კაცობრიობის ინტელექტუალური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუში, სიკეთის კეთების სადღესასწაულო გზა და ფორმა.

არა მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში ყველაფერს კარგს სჭირდება დაცვა, მოვლა და პატრონობა. მხოლოდ უფალს ყოვლის შემძლესა და ყველას მფარველს არ სჭირდება დაცვა, აი, ადამიანებში ღმერთის რწმენას, როგორც სიკეთის, სიყვარულისა და იმედის უშრეტ წყაროს მუდმივად უნდა გაფრთხილება.

სწორედ ამიტომ, „თოვლის ბაბუა“, როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება, საქპატენტში იქნება დაცული.

ინტელექტია ადამიანებისათვის ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზანი თუ სანუკვარი ოცნება რეალობად აქციოს. სარწმუნოა, რომ გონიერ და მშრომელ ადამიანს, ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თავისი სურვილების ასრულებასთან მხოლოდ დრო აშორებს. უნდა გვჯეროდეს, რომ ოცნებების ასრულების საათი სწორედ ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუის მოსვლასთან ერთად აწიკწიკდება და აუცილებლად გვამცნობს ოცნებების ასრულების დროს", - ნათქვამია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати