USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
дата:  

გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონი“

ქართული ფილმი „ფესვები“ გინახავთ? მთავარი გმირი – ქართველი ემიგრანტი მარსელის ქუჩებში, ეტლით, მაწვნის ქილებს რომ დაატარებს და ყიდის, ყველა ფრანგი რომ მოხიბლულია ამ უცხო პროდუქტით.. სინამდვილეში ეს გულისამაჩუყებელი სანახაობა ნამდვილი ამბავია. მეტიც, რეალურად, მაწონი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი არაფორმალური ელჩი ევროპაში, რადგან მაწვნის გავრცელების უცნაური ისტორია პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთში გადასახლებულ პირველ ქართულ ემიგრაციას. გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც ოჯახთან ერთად პარიზთან ახლოს დაბინავდა, სრულიად უფულოდ დარჩენილმა კი ორიგინალური ხერხი მოიგონა ბებიის რეცეპტით მაწონი შეაყენა, ქილები საკუთარი შვილის სასეირნო ეტლში ჩააწყო და ამ ეგზოტიკური პროდუქტით დატვირთულმა პარიზის ქუჩებში ჩამოიარა. პირველივე დღეს გაყიდულმა ქილებმა მიახვედრა, რომ ეს მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ასეც მოხდა.
ფილმში ფრანგი პერსონაჟი ამბობს „საოცარი საჭმელია, განმკურნა, ნახევარი ქილა შევჭამე და გონება გამინათდაო“. ნაწილობრივ, ამ სიტყვებშიც არის სიმართლის მარცვალი. მაწონი არის სამკურნალო თვისებებით გაჯერებული პროდუქტი. ის გამოირჩევა კვებითი ღირებულებებით. მაწვნის რძემჟავა ჩხირები კარგად მრავლდება ადამიანის ნაწლავებში და ორგანიზმიდან გამოდევნის მიკრობებს. ის აძლიერებს მადას, ხელს უწყობს საკვების შეთვისებას, განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში, ცივ ტემპერატურაზე მისი მირთმევა. სვანეთში მაწონს ყველაზე მეტად თიბვის პერიოდში იყენებენ, რადგან ის ნაკლებად აწყურებს ადამიანს. ხალხური წესით, მაწვნის მიღება რეკომენდებულია ჩვილ ბავშვებშიც, ბებიების თაობიდან არსებობს მოსაზრება, რომ მაწონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის უკეთ ჩამოყალიბებას.
ბებია ჩნდება „ფესვებშიც“. სანამ ფილმის გმირი მაწვნის გაყიდვას დაიწყებს, მას სწორედ ბებია ახსენდება საქართველოდან, რომელიც სოფლის ბაგაში ზის და ძროხას წველის. ქართველ ხალხთა ყოფა-ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ არც ერთი ტრადიციული ოჯახი არ არსებობს ისეთი, სადაც ერთი ქილა მაწონი მაინც არ შეყენებულა. უხსოვარი დროიდან მაწონს ამზადებს სრულიად საქართველო. ესაა ქართველი ხალხის ეროვნული რძემჟავა პროდუქტი. განსხვავებულია მხოლოდ მისი სახელის ფორმაცვალებადობა. ქიზიყში მაწონს წველას ეძახიან, სვანეთში – მარწვენს, საინგილოში – წოლას.
გენერალ კვინიტაძის ნამდვილი ისტორია, რომელიც ფილმშია გადატანილი, უნიკალური შემთხვევაა, როცა მაწონი ემიგრაციაში წასული გენერლისთვის გადარჩენის ტოლფასი აღმოჩნდა. რეალურად კი გეოგრაფიული აღნიშვნის წესის თანახმად, მაწვნის დასამზადებელი რძის მოპოვება და ამ პროდუქტის მომზადება-წარმოება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
მაწონი მზადდება ნედლი რძისგან. საუკეთესოდ ითვლება კამეჩის მაწონი, თუმცა მისი შეყენება შესაძლებელია ძროხის, ცხვრის და თხის რძისგანაც. „მაწვნის“ დასამზადებლად განკუთვნილი რძის მჟავიანობა არ უნდა იყოს 19°C-ზე მეტი, ხოლო სიმკვრივე 1,030-ზე ნაკლები, კამეჩის რძის შემთხვევაში – 25°C-ზე მეტი, სიმკვრივე – 1,035-ზე ნაკლები. მაწვნის მთავარი კომპონენტია დედო. სწორედ ეს უძველესი ხალხური მეთოდი ქმნის მაწონს უნიკალურ ქართულ პროდუქტად. მაწვნის დედოთი შედედება იმდენად ავთენტური მეთოდია, რომ სხვადასხვა რეგიონის ტრადიციასა თუ ისტორიულ ფაქტებშიც ხშირად შეხვდებით.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати