USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
საქმიანი ეტიკეტის ისტორია
дата:  3567

თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტიკეტის ნორმების დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ მაინც უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ბიზნესის სამყაროში ასეთი ქცევა არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ, არამედ პირდაპირი კომერციული წაგებაც კი მოიტანოს. საქმიან ეტიკეტს რამდენიმე სიტყვით ფორმულირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ქცევის საქმიან წრეებში მიღებული წესების ერთობლიობაა.საქმიანი ეტიკეტი, სინამდვილეში, მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივ ნორმებთან, ხალხურ ტრადიციებთან და ჩვევებთან, ასევე მორალისა და ზნეობის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებთან. თანამედროვე მეცნიერები – ისტორიკოსები და სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ საქმიანი ეტიკეტი პირველად იტალიაში ჩაისახა და ეს დაახლოებით XIV საუკუნის შუა წლებში მოხდა.

ამ ქვეყნის კულტურა უკვე ამ დროს პრინციპულად განსხვავდებოდა ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში არსებული ბარბაროსული წეს–ჩვეულებებისგან და ის შემდგომ პერიოდში დახვეწილობის მაგალითად იქცა კიდეც. სწორედ იტალიაში მდიდარ და ცნობილ ადამიანებს უნდა მოეხდინათ კარგი მანერების დემონსტრირება, რაც უმაღლესი კლასისთვის მიკუთვნების ლამის უმთავრეს კრიტერიუმად მიიჩნეოდა. აქ ყოველნაირად 

წახალისებული იყო თავაზიანობა და საზოგადოებაში საკუთარი დადებითი მხარით წარმოჩენის უნარი. ჯერ კიდევ შუასაუკუნეების იტალიაში დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ განათლებულ ადამიანებს, მაშინ როდესაც საფრანგეთში სწავლულებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ექსცენტრულებად მიიჩნევდნენ, მათ შრომასა და კვლევებს კი აგდებით ეკიდებოდნენ.

საქმიანი ეტიკეტის ჩანასახები შეიძლება ვიპოვოთ მეფის კარზე მიღებული წესების ნებისმიერ კომპლექტში: სამეფო წარმოშობის პირთა თანდასწრებით თავისუფლად მოქცევის უფლებას თავს ცოტა თუ მისცემდა – ამისთვის შეიძლება საკუთარი სიცოცხლითაც კი ეგოთ პასუხი.

ნათესაობა დიპლომატიასთან

სამეფო კარის ეტიკეტის კვალდაკვალ დიპლომატიური ეტიკეტიც გაჩნდა – ის თამამად შეგვიძლია საქმიანი ეტიკეტის უფრო „ახლო ნათესავად“ მივიჩიოთ. შეხვედრების დროს ქვეყნების მმართველებსა ან უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სახელმწიფო ინტერესებიც უნდა დაეცვათ და იმავდროულად, მოსაუბრის მენტალობა და კულტურული ფასეულობებიც გაეთვალისწინებინათ.

საქმიანი ურთიერთობები მრავალრიცხოვან საერთაშორისო კონტაქტებს გულისხმობს, ამიტომ ეთიკურ ნორმებზე დაყრდნობის გარეშე მისი წარმოება დაუშვებელია. შეიძლება ითქვას, საქმიანი ეტიკეტი დიპლომატიური და მაღალი წრის ეტიკეტის შეთავსების საფუძველზე ჩამოყალიბდა.


საქმიანი ურთიერთობის პროცესში, ჩვეულებრივ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქცევას, რომელსაც ადამიანი მნიშვნელოვანი შეხვედრისა თუ მოლაპარაკების დროს იჩენს, მისი ჩაცმის მანერას, საუბრის სტილს, ოპონირების მეთოდებსა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ არის სამსახურეობრივი და სამუშაო ადგილები ორგანიზებული. ნებისმიერ ქვეყანაში საქმიანი ეტიკეტის აუცილებელი შემადგენელია კეთილგანწყობა, თავაზიანობა, ტაქტიანობა, პუნქტუალობა, ზრდილობა, სიტყვისადმი ერთგულება, მოსმენის უნარი და თავის დაჭერის უნარი კონფლიქტურ სიტუაციებში.

საქმიანი ეტიკეტის თავისებურებები სხვადასხვა ქვეყნებში

საქმიან, ისევე როგორც, მაღალი წრის ეტიკეტში, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინება. მაგალითად, ინგლისში XVI საუკუნეში, როდესაც სამეფო ტახტზე მეფე ჰენრიხ VII იჯდა, სადილზე მოწვეული სტუმრები სახლში შესვლისას ვალდებულნი იყვნენ ეკოცნათ სახლის პატრონის, მისი მეუღლის, ბავშვების და შინაური ცხოველებისთვისაც კი. ხოლო ვრცელდებოდა თუ არა ეს წესი მსახურებზე, ამის შესახებ ისტორია დუმს.

თანამედროვე თურქეთში საქმიანი ეტიკეტის ფარგლებში მიღებულია სტუმრებისა თუ ბიზნეს–პარტნიორების დაპატიჟება აბანოში. იაპონელები კი, საზეიმო სადილსა თუ ვახშამზე, ბოდიშებით აგავსებენ მოკრძალებული სუფრის გამო – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგიდაზე თავზესაყრელად 

იქნება ყველაზე ძვირი კერძები და დელიკატესები. ამ ბოდიშებით იაპონელები სტუმრებისადმი პატივისცემის ხაზგასმას ცდილობენ.

ინგლისში ქალბატონები პირველი ესალმებიან მამაკაცს, თუ მას ქუჩაში შეხვდნენ. ეს ჩვეულება ქალბატონებს უფლებას ანიჭებს, თავად გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა ამა თუ იმ ადამიანთან ნაცნობობის საჯაროდ აღიარება. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში წასვლისას ყველასთან პირადად დამშვიდობებაა მიღებული, ხოლო თუ ძალიან ბევრი სტუმარია თავშეყრილი, საკმარისია მხოლოდ მასპინძლებთან დამშვიდობება. საინტერესოა, რომ ამ ჩვეულებას ყველგან „ინგლისურად წასვლას“ უწოდებენ, თავად ბრიტანელებმა კი „ფრანგულად წასვლა“ უწოდეს.

 

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати