ოცი წლის წინ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა დახურა სისხლის სამართლის საქმე N144128, კორპორაცია "Двадцатый трест“ კორუფციის შესახებ. საქმე უკავშირდებოდა სანკტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობას და მათ შორის ვლადიმერ პუტინს. 1999-2000 წლებში საქმეს იძიებდა საძიებო-ოპერატიული ჯგუფი რომელშიც ანდრეი ზიკოვი შედიოდა. საქმის დახურვის შემდეგ ზიკოვი სამსახურიდან დაითხოვეს და საგამოძიებო მასალების ქურდობისთვის მის პასუხისგებაში მიცემას ცდილობდნენ, მაგრამ „მოპარული“ მასალა გამოჩნდა და ზიკოვი დაპატიმრებას გადარჩა.
ანდრეი ზიკოვი - იუსტიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკურ და კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი უფროსი გამომძიებელია. „Настоящее время“-თვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს თუ როგორ გაჩნდა საქმე N144128 ანუ „პუტინის საქმე“, რისი გამოძიება შეძლეს გამომძიებლებმა და როგორ დაიხურა საქმე.
საქმე N 144128
- რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა სანკტ-პეტერბურგის საკონტროლო-სარევიზიო სამმართველომ 1997 წელს ჩაატარა კორპორაცია „Двадцатый трест“-ის შემოწმება. შემოწმების შედეგი იყო 52 გვერდიანი აქტი. აქტი 19 მისამართზე გაიგზავნა: გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს, სანკტ-პეტერბურგის პროკურორს, პრეზიდენტის (მაშინ ჯერ კიდევ ბორის ელცინი) ადმინისტრაციის საკონტროლო სამმართველოს. სწორედ ამ სამმართველოში მოადგილე იმ დროს იყო პუტინი, ამიტომ წერილი მას მიუვიდა. ჩვენ შემდეგ გავაანალიზეთ ვინ ხელმძღვანელობდა ყველა ამ ძალოვან სტრუქტურას. ძირითადად ეს იყო პუტინთან გარკვეულწილად დაკავშირებული ხალხი, რომლეიც კორპორაცია „Двадцатый трест“ -გან იღებდნენ ქრთამს.
ვასილი ვასილის ძე კაბაჩინოვმა, რომელიც იმ დროს საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს ხელმძღვანელობდა (რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს საკონტროლო-სარევიზიო სამმართველო სანკტ-პეტერბურგში) საუკეთესო სპეციალისტები გააგზავნა. შემოწმება ჩატარდა, აღმოჩენილი იქნა მრავალრიცხოვანი ფინანსური დარღვევები. ორი წლის ბრძოლა გახდა საჭირო, რომ ბოლოს და ბოლოს საქმე აღძრულიყო.
ყურადღება მოვაქციეთ, რომ „Двадцатый трест“ ეს თავისებური „რვაფეხა“ კომპანია. ის გაუგებარი გზებით იღებდა კრედიტებს.
რას ნიშნავს აიღო კრედიტები [90-იან წლებში]? ხელფასების გასაცემად ცენტრობანკმა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ფინანსირების საკრედიტო ხაზი გამოყო. დაშვებული იყო სხვა სტრუქტურების ფინანსირებაც, იმ პირობით თუ სახელმწიფოს წილი ამ კერძო სტრუქტურებში 50% და მეტი იქნებოდა.
კორპორაცია „Двадцатый трест“ 100% კერძო საწარმო იყო და მასზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის ეს დადგენილება საერთოდ არ ვრცელდებოდა. ჩვენ შევისწავლეთ დოკუმენტი, ვასილ ვასილის ძე კაბაჩინოვის 52 გვერდიანი მოხსენება „კორპორაციის შემოწმების შესახებ“. დადგენილი იქნა, რომ მხოლოდ 1994 წლის შედეგებით, სანკტ-პეტერბურგის ყველა საწარმოზე გაცემული თანხების 80% კორპორაცია „Двадцатый трест“-ს ერგო. ანუ სანკტ-პეტერგურგის ყველა სახელმწიფო საწარმოს მხოლოდ 20% ერგო, ხოლო კერძო საწარმომ, რომელსაც ამ საკრედიტო ხაზის მიღების არავითარი უფლება არ ქონდა იმ წელს გამოყოფილი 4 მილიარდის 80% მიიღო. აშკარაა რომ კორუფციას ქონდა ადგილი.
კორპორაცია „Двадцатый трест“-ში დიდი ფინანსები შედიოდა, და ამ კორუფციული მექანიზმს წარმატებული საქმიანობისთვის აუცლებელი იყო ქალაქის ყველა მართვის ორგანოს მოქრთამვა: სანეპიდსადგური, სახანძრო, საბაჟო, სავალუტო-საექსპორტო კონტროლი და ა.შ. ყველალზე იდეალური საშუალება მათი ხელმძღვანელებისთვის ბინების შეთვაზება იყო. ბინებს სთავაზობდნენ ნათესავებს, ოჯახის წევრებს - უმჯობესდებოდა მათი საცხოვრებელი პირობები.
ვინ იყო პუტინი როცა ჩვენ ამ საქმეს ვიძიებდით? ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორი იყო. შემდეგ იგი მთავრობის თავმჯდომარე ხდება - ჩვენ ვაგრძელებთ გამოძიებას. 31 დეკემბერს 12 საათზე ბორის ელცინმა გაახარა ხალხი და გამოაცხადა, რომ შემცვლელი, მემკვიდრე აირჩია და ეს მემკვიდრე ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი იყო.
ოლეგ კალინიჩენკომ [სანკტ-პეტერბურგის ანტიკორუფციული განყოფილების უფროსი ოპერრწმუნებული], როგორც ჩანს ჩათვალა, რომ საქმეს მაინც დახურავდნენ, რადგან საქმის ყველაზე მთავარი ფიგურანტი პრეზიდენტი ხდებოდა და მთელი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მასმედიას გადასცა.
23 მარტს „Новая газета“-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პუტინის საქმე“. ამ პუბლიკაციის შემდეგ N144128 საქმეს „პუტინის საქმეს“ უწოდებდნენ.
როგორ მოკვდა საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსი კაბაჩინოვი
როდესაც ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, არაერთი კითხვა წამოიჭრა. აუცილებელი იყო კორპორაცია „"Двадцатый трест-“ის“ აუდიტის გაგრძელება, საჭირო იყო განმარტება ფინანსურ დოკუმენტებზე, რიგი გარიგების შესახებ.
და ვასილი ვასილიევიჩმა [კაბაჩინოვი] თავისი საუკეთესო სპეციალისტებით გააძლიერა ჩვენი საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი.
ისინი ძალიან აქტიურად დაგვეხმარნენ. ყველას კარგად გვესმოდა, რომ ვასილი ვასილიევიჩის მონაწილეობის და პირადი ინიციატივის გარეშე, დასკვნითი აქტის მიღება და მისი გასაჯაროება შეუძლებელი იქნებოდა.
და მოულოდნელად, ორი–სამი თვის შემდეგ, რაც მან ხალხი გამოყო ჯგუფის გასაძლიერებლად, ჩვენ ვგებულობთ ინფორმაციას, რომ ის საკუთარ აგარაკზე აბანოში გაჩენილი ხანძრის დროს გარდაიცვალა დამწვრობით. [1999 წლის ნოემბერში].
როგორ უნდა მომხდარიყო ეს? ის არ სვამდა, ქონდა ჯანმრთელი გული. გონიერი კაცი იყო და აბანოს მოხმარებაც მშვენივრად იცოდა. ჩვენ თავიდანვე ვარაუდობდით, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს და რომ ვასილ ვასილიევიჩი თავიდან მოიშორეს. და რაც მთავარია ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა იმ წლებში, როდესაც ბევრი მაღალჩინოსანი სწორედ მსგავსი მეთოდით გაისტუმრეს საიქიოს.
როგორ იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან „მეოცე ტრესტი“ სანკტ- პეტერბურგის ჩინოვნიკები და პუტინი ერთმანეთთან
როდესაც კორპორაცია დაიხურა, მისი დავალიანება სახელმწიფოს მიმართ 28 მილიარდ რუბლს აღემატებოდა და ეს ვალი არც არავის დაუბრუნებია სახლმწიფოსთვის. ყველას ყველაფერი ეპატია. და აქ პუტინის როლი ყველგან ჩანდა. ყველგან მისი ნებართვა და ყველგან მისი ვიზა.
1994-1995 წლებში, "Двадцатый трест“-მა ესპანეთში ააშენა (ტორევეხა და ალიკანტე) რამოდენიმე ფეშენებელური ვილა: სობჩაკისთვის, პუტინისთვის, „პრომსტროიბანკის“ თავმჯდომარე კოგანისთვის და თავად ნიკეშინისთვის (სერგეი ნიკეშინი - "Двадцатый трест“-ის“ ხელმძღვანელი და პეტერბურგის დუმის დეპუტატი)
შემდეგ შენდება სასტუმრო ესპანეთში. საიდან მოდის ფული? სქემა მარტივია - კორპორაცია "Двадцатый трест“ იპარავს ფულს ბიუჯეტიდან და ფული მიდის ესპანეთში სასტუმროს მშენებლობაზე.
კორპორაციის კორესპოდენციაში შენახულია ნიკეშინის წერილი, რომელითაც ის პუტინს მიმართავს: ”ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ, კორპორაცია "Двадцатый трест“, 1993 წლიდან ვაწარმოებთ გორნენსკის დედათა მონასტრის რეკონსტრუქციის სამუშაოებს ისრაელში. გვთხოვთ, რომ დაეხმაროთ ჩვენს კორპორაციას რათა შევძლოთ აღდგენითი სამუშაოების გაგრძელება.”
ამავე დროს, ”ჩვენ მადლობას გიხდით ამ სამუშაოებისთვის საკრედიტო ხაზის გახსნისთვის”. საუბარი იყო 415 მილიონი რუბლის გამოყოფაზე, და ნიკეშინი მიუთითებს კიდეც, თუ რომელი ფონდიდან და ბიუჯეტის რომელი პუნქტიდან არის შესაძლებელი ამ თანხის გამოყოფა.
პუტინი ამ წერილს თავის რეზოლუციას ადებს: გამოყავით ფული. თანხა გამოიყო და 415 მილიონი ირიცხება კორპორაციის ანგარიშებზე.
ეს თანხა არ იქნა მიმართული გორნენსკის მონასტრის რეკონსტრუქციაზე, არამედ მოხდა მათი კონვერტაცია და მეორე დღესვე ესპანეთში გადაირიცხა პუტინისა და ნიკეშინის ვილების მშენებლობის გასაგრძელებლად.
დაახლოებით 40 მუშა მუშაობდა ამ სახლებისა და სასტუმროს მშენებლობაზე. ჩვენ დავკითხეთ ყველა მათგანი. გამოძიების ფარგლებში ზოგმა ჩვენება მოგვცა, ზოგიერთმა კი გვითხრა რომ უკვე გვიანია -„ჩვენ გვესაუბრნენ ფეესბეს ოფიცრები და ხელი მოვაწერეთ ინფორმაციის გაუთქმელობაზე თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოები, სად და ვისთვის ჩავატარეთ ესპანეთში. ”
მაგრამ იმ ხალხმა ვისი დაკითხვაც ჩვენ მოვასწარით დაგვიდასტურეს, რომ მათ მართლაც ბევრჯერ უნახავთ ბატონი პუტინი ტორევხაში, რომელიც სახლის მშენებლობას ამოწმებდა. ნიკეშინისთვის სახლი უკვე აშენებული იყო.
პუტინი და კრიმინალური სამყარო
2017 წელს ბულგარეთში გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის პროკურორების შეხვედრა, რომელთა საქმიანობაც ამა თუ იმ კუთხით დაკავშირებული იყო რუსეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებთან.
ბუნებრივია, რომ გენერალური პროკურატურიდან იქ არავინ წავიდა და ორგანიზატორებმა მე მიმიწვიეს ამ შეხვედრაზე. მე ვიყავი ბულგარეთში, და მოვუსმინე ხოსე გრინდას (ესპანელი პროკურორი) მოხსენებას გენადი პეტროვზე (ტამბოვი-მალიშევსკაიას ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ლიდერი).
ხოსე გრანდამ ისაუბრა იმაზე, რომ ისინი, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორი-სამი წლის განმავლობაში ოფიციალურად, უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს. კრიმინალები სატელეფონო საუბრებში პუტინს მეფე მოიხსენიებდნენ და აქვე დაფიქსირებულია საუბარი გენადი პეტროვთან, ესპანეთში პუტინისთვის მიწის ყიდვის შესახებ.
ამ საუბრებში არის კიდევ ერთი ასეთი მომენტი. ვინ ხელმძღვანელობს დღეს საგამოძიებო კომიტეტს - მისტერ ბასტრიკინი, არა?
ის ჯერ ხელმძღვანელობდა საგამოძიებო კომიტეტს რუსეთის ფედერაციის პროკურატურაში, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს.
ბასტრიკინი მოულოდნელად ურეკავს გენადი პეტროვს და მადლობა უხდის მას ამ პოსტზე დანიშვნისთვის. და მთავარი ის არის, რომ ჯერ ის ეკითხება, როდის დაინიშნება ამ პოსტზე, შემდეგ კი წინასწარ მადლობას უხდის გენადი პეტროვს, საგამოძიებო კომიტეტის უფროსად რუსეთის ფედერაციის პროკურატურაში მისი დანიშვნის გამო. და სთხოვს მას გააცნოს ის პიროვნება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელმაც წვლილი შეიტანა მის სამსახურებრივ წინსვლაში.
საინტერესოა, რომ საგამოძიებო კომიტეტის დებულების თანახმად, მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და როგორც ამ სატელეფონო საუბრიდან ირკვევა ბასტრიკინი ამ პოსტზე "დაინიშნა" არა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინმა, არამედ გენადი პეტროვმა - ტამბოვის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერმა.
1992 წლის 20 ოქტომბერს პუტინმა ხელი მოაწერა კორპორაცია "Двадцатый трест“-ის შექმნის დოკუმენტაციას.
და როგორც სხვადასხვა ბანდფორმირებებს, აქვს საკუთარი ფინანსური შავი ფონდი ე.წ. „საერთო“, ისე კორპორაცია "Двадцатый трест“ გახდა ბატონი პუტინის „საერთო“ შავი ფონდი.
და სწორედ ამ ფონდიდან ხდებოდა საჭიროების მიხედვით ფულის მოძრაობა -საჭირო იყო ვინმეს შვებულებაში ან დასასვენებლად გაგზავნა; ბინის ან აგარაკის შეძენა; მოსყიდვა და ა.შ.
როგორ მიმდინარეობდა გამოძიება
- ეს იყო ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებზედაც მოხსენებები უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ რუშაილოს ეგზავნებოდა. (ვლადიმერ რუშაილო, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრი 1999-2001 წლებში).
ხშირად მიწევდა ამ საქმეზე მოსკოვში გამგზავრება და არცთუ ისე იშვიათად მოსკოვი ითხოვდა შეგვეწყვიტა გამოძიება ამ საქმეზე.
გამოძიება რომ არ შეწგვეწყვიტა, ჩვენ იძულებულები ვიყავით გამოგვეძებნა ახალი ეპიზოდები ამ საქმეში. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ რახან გაჩნდა ახალი ფაქტები მონასტერის და ესპანეთის შესახებ საჭირო იყო ყველა ნიუანსის შესწავლა.
ჩვენს მიერ გაგზავნილი იყო საერთაშორისო სტრუქტურებში მოთხოვნა ინფორმაციის მიღების თაობაზე და ესეც ხელს გვიწყობდა რომ საქმე არ შეწყვეტილიყო ამ ინფორმაციების მიღებამდე.
იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ისეთი იყო, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც შეიძინა უძრავი ქონება დასავლეთში, უნდა აეღო ნებართვა „ვნეშტორგბანკიდან“ სავალუტო ოპერაციების ჩატარებაზე, თუმცა პუტინის კორპორაციას ეს შეზღუდვა არ ეხებოდა და ყველა ოპერაცია უკანონოდ ტარდებოდა. რატომ? ვის იმედად ბედავდა ბანკი უკანონო ფინანსური ოპერაციის ჩატარებას?
ამ დროს ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სავალუტო-სარეზერვო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ბატონი კოჟინი (ვლადიმერ კოჟინი - 2000-2014 წლებში რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველი), რომლის მფარველობის ქვეშაც შესაძლებელი იყო მსგავსი უკანონო ოპერაციების შესრულება. იმ დროს ყველა, ვისაც მეტ ნაკლებად საქმე ქონდა ფულთან ცდილობდა ამ ფულის კონვერტირებას და დასავლეთის ბანკებში გატანას. სწორედ ამ პროცესის საკონტროლებლად იყო შექმნილი სავალუტო კონტროლის სტრუქტურა 1993 წელს მას სანკტ პეტერბურგში ბ-ნი კოჟინი ხელმძღვანელობდა.
კომერციული სტრუქტურა, რომელსაც უნდა ეწარმოებინა სავალუტო ოპერაციები საზღვარგარეთ ვალდებული იყო სამი თვის შემდეგ წარედგინა აქტი შესრულებულ სამუშაოებზე და თუ ეს ასე არ მოხდებოდა მას ეკისრებოდა ფინანსური ჯარიმა სახელშეკრულებლო თანხის სამმაგი ოდენობით. სწორედ ასეთ ოპერაციების კონტროლი ევალებოდა მაშინ ბ-ნ კოჟინს.
იყო ფაქტები, როდესაც მაგ. 100 მილიონი ავსტრიული მარკის შესახებ ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი 9 თვის განმავლობაში და ნაცვლად 300 მილიონის ჯარიმისა, ამ სტრუქტურის მიმართ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა ბ-ნ კოჟინი.
და ეს უანგაროდ ხდებოდა?
უნდა ითქვას, რომ მისი (კოჟინის) საცხოვრებელი ბინა სანკტ-პეტერბურგში, მდებარეობს კრესტოვსკის კუნძულის არყის ხეების ხეივანში მე –19 კორპუსში, სადაც ბინების ღირებულება მილიონი დოლარიდან იწყება. მისტერ კოჟინთან ერთად, ამ სახლში ცხოვრობს თითქმის კოოპერატივი "ტბის" ყველა წევრი (სააგარაკო კოოპერატივი "ტბა", რომელიც პუტინმა და მისმა მეგობრებმა დააარსეს 1996 წელს), თითქმის ყველა ჩვენ ელიტის წევრს აქვს ბინა ამ სასახლეში. იმავე სახლში ცხოვრობს გენადი პეტროვიც, უფრო სწორედ, გენადი პეტროვის მეუღლის სახელზეა დარეგისტრირებული.
საქმეში არსებობს მრავალი უკანონო ბრძანება კორპორაცია "Двадцатый трест“-ისთვის თანხების გამოყოფის შესახებ.
ამ დროს, ქალაქ სანქტ-პეტერბურგის საფინანსო განყოფილებას ხელმძღვანელობდა ბატონი კუდრინი და ყველანაირი საბიუჯეტო თანხების მოძრაობა უშვალოდ მისი ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ის ხელს აწერდა თანხების უკანონო გამოყოფს გორენსკის მონასტერის რეკონსტრუქციისთვის და ეს იყო საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენება.
მსგავსი ქმედებებისთვიოს არსებობს შესაბამისი მუხლი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში. სტატია 285 - ”სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება”. და ასეთი ბრძანებეი არსებობს უამრავი. უბრალოდ უნდა აიღოთ ისინი ხელში და ნახოთ, რომ კორპორაციისთვის თანხების გამოყოფას ხელს აწერს ბატონი კუდრინი, ხოლო რეზოლუცია მათზე ბატონი პუტინისაა.
როგორ დაიხურა საქმე ნომერი 144128
ჩვენ მოსკოვში ვაგზავნით თხოვნას სადაც უამრავი ადამიანის შესახებ ინფორმაციას ვითხოვთ. მოთხოვნა მიდის რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკში.
ჩვენ გვაინტერესბს ინფორმაციები - სობჩაკზე, პუტინზე, კუდრინზე და ეს არ არის ინფორმაცია რიგით მოქალაქეებზე. ვითხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ რუსულ ბანკებში და რა ოდენობით აქვთ მათ თანხები ანგარიშებზე.
ინფორმაციის გამოთხოვიდან გადის ორი დღე და ზარი მოსკოვიდან.
რეკავს საგამოძიებო კომიტეტის უფროსის მოადგილე და ამბობს: ”რა გააკეთე, გესმის რა ხმაური ატყდა ახლა, ცენტრალური ბანკი ყურებზე დგას. ეს უკვე მოახსენეს პირდაპირ პრეზიდენტს. ჩვენ იძულებული ვართ გავაუქმოთ თქვენი მოთხოვნა ინფორმაციის მოწოდებაზე. ჩვენ ჩვენი სახელით დავწერთ მოხსენებას, რომ ეს მოთხოვნა შეცდომით გამოაგზავნეთ და რომ თქვენ არ გჭირდებათ ეს ინფორმაცია."
ეს იყო პირდაპირი დარტყმა ჩვენზე. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ გვჭირდება დავკითხოთ კონკრერტული პირები, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცებულებათ ბაზა, რომ წავუყენოთ ბრალი ამა თუ იმ პიროვნებას, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ამის გაკეთების უფლებას არ მოგვცემდნენ, მაგრამ არც საქმის შეწყვეტას გვთხოვდნენ და გვუბნებოდნენ რომ გაგვეგრძელებინა გამოძიება.
ამ სისხლის სამართლის საქმის შესაჩერებლად, პირველ რიგში თანამდებობიდან გადააყენეს პორტნოი (ფედერორ პორტნოვი - ხელმძღვანელობდა საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფს) მის ადგილას კი მოსკოვიდან გამოგზავნეს ევგენი კადიროვი.
გადის აგვისტო. ჩვენ ვთხოულობთ გადაწყვეტილებას გამოძიების გახანგრძლივების შესახებ, არგუმენტად მოგვყავს, რომ ცალკეულ საერთაშორისო მოთხოვნებზე არ გავქვს ჯერ პასუხები მიღებული, ეს და ეს არ გაკეთებულა, მთავარი ბრალდებულები არ დაკითხულან: არ დაკითხულა კოჟინი, არ არის დაკითხული ფინანსთა მინისტრი და სხვა პირები რომლებიც დაკავშირებული არიან ამ სისხლის სამართლის საქმესთან.
მოდის სექტემბერი. გვეუბნებიან, რომ თქვენი საქმე დევს გენერალურ პროკურატურაში და გააგრძელეთ მუშაობა ოქტომბრის ბოლომდე.
და მოულოდნელად, ოქტომბრის შუა რიცხვებში, გვეუბნებიან, რომ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ შეწყვიტა და შეწყვიტა უკანა რიცხვით - 2000 წლის 1 აგვისტოდან.
პირველი აგვისტოსაც არა უშავს. ამ დროს ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი უკვე რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია და ეს სისხლის სამართლის საქმე იხურება გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, რაზეც ხელს აწერს ბ-ნ კადიროვიც.
რა ბედი ეწიათ მთავარ ბრალდებულებს "პუტინის საქმეში" და გამომძიებლებს?
ამ საქმის თითქმის ყველა მონაწილე ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს, ყველა ძალიან წარმატებულია. არავინ არ ჩამჯდარა ციხეში და ყველას კარგად აქვს მოწყობილი ცხოვრება. კუდრინის, სეჩინი, პატრუშევი მხოლოდ კოჟინია ამ ეტაპზე პენსიაში.
საგამოძიოებო ჯგუფი დაიშალა. მარტში მეც გამათავისუფლეს. ჯერ მთელი 2001 წელი გამიშვეს შვებულებაში, შემდეგ კი 2002 წელიც მიაყოლეს. ხოლო როცა იძულებით შვებულებიდან დავბრუნდი დამახვედრეს ჩემი განთავისუფლების ბრძანება საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, ხოლო რამოდენიმე თვის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს.
საქმე მარტივად იყო გაყალბებული.
როდესაც საქმე ნომერი 144128 დაიხურა, ჩვენ არქივს გადავეცით საქმის 117 ტომი. საქმეში დევს ბევრი დოკუმენტი ჩემი ხელმოწერით.
ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო იმ მოტივით, რომ მე ვითომ საქმიდან „რაღაც“ დოკუმენტები მოვიპარე.
როდესაც ამ სისულელეს ვკითხულობდი, რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილო იყო ჩემთვის. მათ ძალიან წარუმატებლად შეარჩიეს ეს სისხლის სამართლის საქმე, ”პუტინის საქმე”.
მე ვეუბნები მათ: "მე არ შემეძლო დაკითხვა, მაგრამ ახლა ამ საქმის ფარგლებში თქვენ მოგიწევთ პუტინის დაკითხვა." მე უამრავი შუამდგომლობა წარვადგინე იმის შესახებ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაეტარებინა გამომძიებელს ამ სისხლის სამართლის საქმის სწორედ წასამართად. შედეგად, გამომძიებელმა გააცნობიერა, რომ თუ ისინი ამ საქმეს სასამართლოში გაგზავნიდნენ, ძალიან დიდი სკანდალი იქნებოდა: და ეს იქნებოდა ისევ პუტინის საქმე და არა სხვისი.
მან ამჯობინა მოსკოვში ჩასვლა და ამ სისხლის სამართლის საქმის მასალების პირდაპირ გაცნობა საგამოძიებო კომიტეტის არქივში. და აღმოჩნდა, რომ თუ მე მათ გადავეცი 117 ტომი, საგამოძიებო კომიტეტში ინახებოდა 128 ტომი.
რა მოხდა რეალურად? მაგალითად, ჩვენ გვქონდა საქმის 400 გვერდი - ერთი შემთხვევიდან 50 გვერდი, სხვა შემთხვევიდან 70 გვერდი, კიდევ რაღაც სხვა - ისინი სხვა ტომებშიც არის ჩასმული და 117 ტომის ნაცვლად 128 გამოდის.
სწორედ ამ 11 ტომის გატაცებას მაბრალებდნენ მე. ბუნებრივია, ისინი იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ ეს სისხლის სამართლის საქმე. თუმცა მათი იდეა ამ ფორმით ჩემი დაჭერისა არ იყო აზრს მოკლებული. მაგრამ ვერ მოხერხდა.
მე არ მეშინია. მე, ჩემი აზრით, ბევრჯერ მითქვამს ღიად ამის შესახებ, ახლა უკვე სრულიად აზრი არა აქვს ჩემთვის რაღაცის მოწყობას.
მე ამას შემდეგნაირად ვუყურებ - მოხდეს რაც მოსახდენია.
რატომ ცდილობს პუტინი კონსტიტუციის შეცვლას ისე, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იურისდიქციის მიღმა დარჩეს და მას შემდეგში არ შეეხოს სისიხლის სამართებრივი დევნა? ისე როგორც ეს მოხდა ელცინის მიმართებაში. რბილად რომ ვთქვათ, ელცინიც უნდა გასამართლებულიყო.