USD 2.6266
EUR 3.0159
RUB 3.2807
Tbilisi
საქკაბელის ქარხანაში მზის პანელები დამონტაჟდა
Date:  997

კომპანია ჰელიოს ენერჯიმ სს საქკაბელის საწარმოს შენობების სახურავებზე დაამონტაჟა 500 კვტ დადგმული სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგური. ეს პროექტი 2022 წლის 18 სექტემბერს გაეშვა ექსპლუატაციაში და ჩაერთო ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში.

სადგურის გენერაცია ხმარდება პირდაპირ საწარმოო პროცესს. ის ანაცვლებს ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია ფარავს საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელ. ენერგიაზე წლიურ დანახარჯებს.

პროექტში გამოყენებულია Tier 1-ის რეიტინგში მყოფი. კომპანია Hanwha Q Cells-ის მონოკრისტალური ტიპის მზის პანელები. ეს ბრენდი მსოფლიოში პანელების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, პროექტში გამოყენებულია კომპანია Huawei-ს ინვერტერები.

World
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way