„ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა დაიწყება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.
„ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 ათას ლარს შეადგენს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.