მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 10-20 თეთრით, დიზელის კი 5-32 თეთრით გაიზარდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 9 მარტის შემდეგ 12 მარტს და დღეს შეიცვალა. ჯამში ერთკვირიან ჭრილში გაძვირება 20 – 32 თეთრია. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 14 იანვარს შეიცვალა. თუმცა გასამართი სადგურების ქსელში საწვავი გასული კვირის დასაწყისში 10 მარტსაც გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავი ტიპის მიხედვით 15-25 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ის, Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქსელებში ბენზინი და დიზელი გაძვირდა.
Rompetrol-ის ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ: