USD 2.6376
EUR 3.0140
RUB 3.4632
Тбилиси
საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა - ზრდა 5-დან 32 თეთრამდეა
дата:  368

მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 10-20 თეთრით, დიზელის კი 5-32 თეთრით გაიზარდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 9 მარტის შემდეგ 12 მარტს და დღეს შეიცვალა. ჯამში ერთკვირიან ჭრილში გაძვირება 20 – 32 თეთრია. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾3.73, ზრდა - 20 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾3.33, ზრდა - 20 თეთრით;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.19, ზრდა - 20 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - ₾3.17, ზრდა - 20 თეთრით;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾3.57, ზრდა - 32 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.47, ზრდა - 32 თეთრი;

 

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 14 იანვარს შეიცვალა. თუმცა გასამართი სადგურების ქსელში საწვავი გასული კვირის დასაწყისში 10 მარტსაც გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავი ტიპის მიხედვით 15-25 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • ეკო სუპერი - ₾3.69; ზრდა - 15 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾3.27; ზრდა - 15 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾3.48; ზრდა - 25 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.43; ზრდა - 25 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.12; ზრდა - 15 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾3.38; ზრდა - 25 თეთრი;

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ის, Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქსელებში ბენზინი და დიზელი გაძვირდა.

Rompetrol-ის ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾3.65; ზრდა - 6 თეთრი;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.25; ზრდა - 10 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.12; ზრდა - 8 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი - ₾3.30; ზრდა - 15 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.25; ზრდა - 15 თეთრი;

 

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾3.64; ზრდა - 13 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.20; ზრდა - 5 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.04; ზრდა - 13 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾3.20; ზრდა - 11 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.35; ზრდა - 27 თეთრი

 

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Euro Super – ₾3.50; ზრდა - 10 თეთრი;
  • Premium Avangard - ₾3.20; ზრდა - 10 თეთრი;
  • Euro Regular - ₾3.05; ზრდა - 1 თეთრი;
  • Euro Diesel - ₾3.30; ზრდა - 20 თეთრი.
общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати