დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ასევე, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.
არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.
კერძოდ: №1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია ხვდებიან.
№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე.
№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო
№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი
№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი
№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი
№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი
№8 - გლდანი - №5 - ნიკანორი მელია, №41 - ლევან კობიაშვილი
№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი
№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე
№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე
№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე
№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე
№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე
№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი
№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე
№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური კი, ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 - გრიგოლ შუშანია და №41 - იოსებ ხახალეიშვილი უპირისპირდებიან.
გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.