ეს არჩევნები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, ქართველმა ქალებმა ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ადრე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მაგალითისთვის, აშშ-ში ქალებმა ეს უფლება 1920 წელს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 1928 წელს მიიღეს. 15 პარტიიდან სიაში ქალი კანდიდატები მხოლოდ 6 პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავდა წარდგენილი. მთლიანობაში არჩევნებში მონაწილეობდა 26 ქალი, მათგან დეპუტატი 5 გახდა. მათ შორის ერთი, ქრისტინე შარაშიძე პრეზიდიუმის მდივნადაც იქნა არჩეული.
1918-1919 წლებში ქალაქებსა და მაზრებში თვითმმართველობის არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ შეუძლებელი იყო ამის ერთ დღეში დასრულება. გადაადგილებების სათანადო საშუალებები არ არსებობდა, დასავლეთ საქართველოში ჩაწერილებს, მაგალითად, მატარებლით უნდა ემგზავრათ. სხვადასხვა ლოჯისტიკური მიზეზები შეუძლებელს ხდიდა ერთი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულიყო მსგავსი არჩევნები, რომელშიც 600 000-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებდა მონაწილეობას. ამიტომ ყველა პარტიის საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ არჩევნები გამართულიყო სამი დღის განმავლობაში და მოქალაქეები დროის ამ მონაკვეთში მათთვის სასურველ დროს მისულიყვნენ საარჩევნო ბიულეტენთან.
საარჩევნო კამპანიის განხორციელების ძირითად საშუალებას პრესა და საჯარო შეხვედრები წარმოადგენდნენ. საარჩევნო სუბიექტები თავიანთ სარეკლამო სლოგანებს ძირითადად პარტიულ პრესაში აქვეყნებდნენ.
„ამ დღეს უნდა გადასწყდეს საქართველოს ბედი! თქვენ თვითონ უნდა გამოსჭედოთ იგი! „
„არჩევნების დღეებში არც ერთი არ დარჩეთ შინ!“
„ყველამ მიაშურეთ საარჩევნო ყუთებს! არც ერთმა არ დაჰკარგოთ ხმა!“- მოქალაქეთა სამოქალაქო აქტივობის გასაზრდელად საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების წინ პრესამ არაერთი ამ ტიპის მოწოდება დაბეჭდა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგების გამოქვეყნება არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო. დამფუძნებელი კრების სადეპუტატო მანდატები კი ერთი მთავარი და ორი დამატებით არჩევნების შედეგად შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ წარმომადგენლობით ორგანოში 102 წევრი გაიყვანა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ - 8 წევრი, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ - 6 წევრი, სომეხთა სარევოლუციო პარტიამ „დაშნაკცუთუინი“- 3 წევრი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ - 9 წევრი, საქართველოს ეროვნულმა პარტიამ - 2 წევრი. 130 კაციან დამფუძნებელ კრებაში კვოტირების გარეშე მოხვდნენ ეროვნული უმცირესობის 23 წარმომადგენელი და 5 ქალი.
ეს იყო წმინდად პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის გამოვლინება და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხასიათი. თითქმის ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და ქალი ამ პარტიიდან იყო არჩეული. ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 4 იყო „დაშნაკცუთუინის“ წევრი, დანარჩენი 19 სოციალ-დემოკრატები იყვნენ.
დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.
„გეგმა მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. გეგმა იმას შეიცავს, რაც უკრაინას სურს და მდგრადი მშვიდობისთვის სჭირდება“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულ მხარეებთან გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აუცილებელია.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გეგმის ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.
გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტი „სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების“ მიზნით თეთრი სახლის გეგმის ნაწილია.