USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
საქართველოში ოთხი ახალი აქსელერატორი შემოდის
თარიღი:  452

საქართველოში ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოდის. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

„საგრანტო კონკურსის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულები ცნობილია:

• Plug and Play – მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს დაფუძნდა აშშ -ში, დღეს წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქალაქში და ახორციელებს აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი პორტფოლიო აერთიანებს 2,500-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც მოიზიდეს 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება. Plug and Play არის გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე, მათი მისიაა ტექნოლოგიური პროგრესის წახალისება მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური პლატფორმის შექმნით.

• Startupbootcamp - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი 2010 წელს დაარსდა დანიაში. კომპანია გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. 2010 წლიდან დღემდე Startupbootcamp-მა განახორციელა 180-ზე მეტი სპეციალიზებული აქსელერაციის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო 1800-ზე მეტი სტარტაპი. პორტფოლიო სტარტაპებს აქვს 3.5 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით მოზიდული ინვესტიციები. კომპანიას ჰყავს 100-ზე მეტი წარმატებით „დაექსითებული“ სტარტაპი. Startupbootcamp კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.

• 500 Global - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანია 2010 წელს აშშ-ში დაარსდა. მათ აქვთ 3000+ პორტფოლიო კომპანია, მათ შორის 35+ კომპანია 1 მლრდ დოლარის და მეტი ღირებულებით.

• Founder Institute - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორი აშშ-დან ეხმარება ადრეული ეტაპის სტარტაპებს იდეების ბიზნესებად ქცევაში. კომპანია 2009 დაარსდა და დღეს აქვს წარმომადგენლობა 200+ ქალაქში და 100+ ქვეყანაში. მათ პორტფოლიოშია 5000+ სტარტაპი, რომლებმაც მოიზიდეს 950 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

კონკურსის შედეგად შერჩეული აქსელერატორები დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამის განხორციელება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება.

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პროგრამა ხელს შეუწყობს:

• ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში.

• სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად.

• მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, ბელგია, ესტონეთი, დანია, გერმანია, შვეიცარია, პორტუგალია, ისრაელი, ირლანდია, ლიეტუვა ) 17 განაცხადი შემოვიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის