USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
საქართველოში ონკოპაციენტებს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდებათ
дата:  525

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტირმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ონკოპაციენტებისათვის გამოყოფილი დაფინანსება გაიზრდება. 

„მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობა. იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს მისცემს შესაძლებლობას ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს „უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება“.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати