USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისია გრძელდება
თარიღი:  670

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გაიმართა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. ფართო დებატები არ გამართულა. დანილესონს მხარი დაუჭირეს, თუმცა თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ის, ჯერჯერობით უცნობია," - წერს რიკარდ იოზვიაკი ტვიტერში.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას. შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისიტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთანხმნენ.

ბრიუსელელ კორესპონდენტზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ის თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოფრინდა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების მედიაციაში ჩაერთო, რაც ოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას გულისხმობდა.

კრისტიან დენიელსონი ხვდებოდა ოპოზოციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე და ერთადაც. ბოლოს 18 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე  10-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოსულმა დენიელსონმა განაცხადა, რომ  დარჩა გადაუჭრელი საკითხები და შეთანხმება ვერ შედგა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის