ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. ფართო დებატები არ გამართულა. დანილესონს მხარი დაუჭირეს, თუმცა თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ის, ჯერჯერობით უცნობია," - წერს რიკარდ იოზვიაკი ტვიტერში.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას. შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისიტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთანხმნენ.
ბრიუსელელ კორესპონდენტზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ის თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოფრინდა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების მედიაციაში ჩაერთო, რაც ოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას გულისხმობდა.
კრისტიან დენიელსონი ხვდებოდა ოპოზოციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე და ერთადაც. ბოლოს 18 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოსულმა დენიელსონმა განაცხადა, რომ დარჩა გადაუჭრელი საკითხები და შეთანხმება ვერ შედგა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/