USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
საქართველოში კორონავირუსით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა
дата:  534

კორონავიორუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.

„სამწუხაროდ,ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა, დღეს გამოვლინდა 29 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522 პირი.

 

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати