USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი
дата:  394

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати