Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 381 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 806 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 535 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 200-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.75%
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.