ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სულ ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 631 563 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 814 ინფიცირებული. სულ გამოჯანმრთელებულია - 598 468 ადამიანი.
გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი. სულ ვირუსს ქვეყანაში 9 221 ადამიანი ემსხვერპლა.