USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი
Date:  388

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way