საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია თანხმლები დაავადებებით, რომელიც დამამძიმებელ ფაქტორებად ითვლებოდა.
გარდაცვლილი საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებლად იყო შეფსებული.