USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა
дата:  522

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს შემოვიდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати