USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
Date:  838

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში იტალიდან კვირას შემოვიდა.

გამყრელიძის თქმით, მაშინ მოქალაქეს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

„შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ლაბორატორიულად გუშინ გვიან ღამით დადასტურდა დადებითი შემთხვევა“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი მათგანი ირანში მოგზაურობდა, ორი კი იტალიაში იმყოფებოდა.

გამყრელიძის თქმით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way