დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4777 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 523 022 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 458 265, გარდაიცვალა 6 891 პაციენტი.