USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა
Date:  486

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11271-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6119-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 78-მდე გაიზარდა.

 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way