USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
Tbilisi
საქართველოში კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 38 ადამიანი გარდაიცვალა
Date:  545

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

“2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 20 959 ტესტი, აქედან 13 166 ანტიგენი და 7 793 PCR.

შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 174 383-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 145 287-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 614 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში - 489, იმერეთში - 823, ქვემო ქართლში - 372, შიდა ქართლში - 381, გურიაში - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 377, კახეთში - 328, მცხეთა-მთიანეთში - 143, სამცხე-ჯავახეთში - 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 025, აჭარაში - 998, იმერეთში - 1 325. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 159, იმერეთში - 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 31, იმერეთში - 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 - თბილისში, 1 846 - აჭარაში, 393 - იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 126 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -302, აჭარაში - 204, ხოლო იმერეთში - 27.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 109 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 430 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 183 პირი, აჭარაში - 10 441, იმერეთში - 5 409”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way