USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა
дата:  389

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 69 681-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103, იმერეთში - 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში - 162, აჭარაში - 90, იმერეთში - 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 - აჭარაში, 1 207 - თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში-1 307, ხოლო იმერეთში - 39.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 354 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში - 16 997, იმერეთში - 4 328“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати