USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა
дата:  392

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 703 გარდაცვალების შემთხვევა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა - 410, იმერეთი - 398, ქვემო ქართლი - 198, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 248, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 629, აჭარაში - 926, იმერეთში - 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 118, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 267 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში - 17 972, იმერეთში - 4 964.ა

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати