USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა
Date:  483

საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 28431-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი და საერთო რაოდენობა 10767-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 201-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way