USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Date:  569

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390პირი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 15 ქუთაისის სკოლას, 15 „ენგურჰესს“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევაა.

„152 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 2227 შემთხვევა გვაქვს. შემთხვევების განაწილება ასეთია: 90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 -„ენგურჰესის“ , 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way