USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
საქართველოში იტალიიდან თვეში 130,000 ფულადი გზავნილი შემოდის, აშშ-დან - 90,000 - რა ზომისაა მიგრაცია?
Date:  

წყარო:https://bm.ge/

საქართველოდან ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე გადიოდა ვიდრე შემოდიოდა. 2022 წელს საქართველოდან 100 ათასი მოქალაქე გავიდა, ხოლო 54 ათასი მოქალაქე დაბრუნდა. ანუ მიგრაციული სალდო იყო უარყოფითი და მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 46 ათასით შემცირდა. 

მიგრაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ 183 დღე (6 თვეზე მეტი) დაჰყო. შესაბამისად, 2022 წელს საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ 6 თვეზე მეტი უცხოეთში დაჰყო, ხოლო 54 ათასი მოქალაქე, რომელიც იქამდე აღრიცხული იყო როგორც ემიგრანტი - დაბრუნდა და ქვეყანაში 6 თვეზე მეტი დაჰყო. მიგრაცია სხვადასხვა მიზნობრიობისაა, შეიძლება ეს იყოს სეზონური დასაქმება, სასწავლებლად წასვლა, სამედიცინო მიზნით გამგზავრება თუ სხვა. 

სულ, 2012-2022 წლის განმავლობაში ემიგრანტად აღირიცხა 779 ათასი მოქალაქე, ხოლო იმიგრანტი იყო 534 ათასი ადამიანი. შესაბამისად, ამ ორ სიმრავლეს შორის სხვაობა 245 ათას ადამიანს შეადგენს. ანუ ეს არიან პირები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს თუმცა, ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულან (არ დაუყვიათ საქართველოში წელიწადში 6 თვეზე მეტი). 

არსებობს მოსაზრება, რომ მიგრანტების რაოდენობა ცნობილია და ის უცხოეთში საქართველოს საკონსულოთა აღრიცხვაზე არსებული პირების რაოდენობას შეადგენს, თუმცა ასე არაა. საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ 63 ათასი მოქალაქე დგას. მათ შორის ყველაზე მეტი 14,100 მოქალაქე საბერძნეთში საქართველოს საელჩოში (მათ შორის სალონიკში საქართველოს საკონსულოში) არის საკონსულო აღრიცხვაზე. 6,800 მოქალაქე არის აღრიცხვაზე აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში, 5,200 აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებში, გერმანიაში კი საელჩოსა და საკონსულოებში 3,800 ადამიანი არის რეგისტრირებული. თუმცა, კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს ნაკლები ინიციატივა აქვთ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, მაგალითად იაპონიაში მხოლოდ 20 ადამიანია აღრიცხვაზე, სლოვენიაში 5, ხორვატიაში 2, ინდოეთში კი 10. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში კი აღრიცხვაზე 1,600 მოქალაქე იმყოფება. თუმცა თითოეული ქვეყნის შემთხვევაში უცნობია ემიგრანტების რა წილი დგას საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთანავე, უცნობია რა მოცულობისაა საქართველოდან არალეგალური ემიგრაცია. 

ემიგრაციაზე უკეთეს სურათს, შესაძლოა, ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასახავდეს, რადგანაც საქართველო ყოველთვიურად ასობით მილიონ დოლარს იღებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ქართველი მიგრანტები ცხოვრობენ და მუშაობენ. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკა მოიცავს ინფორმაციას ერთი გზავნილის საშუალო ზომის და გზავნილების რაოდენობის შესახებ. მაგალითად, აგვისტოში საქართველოში იტალიიდან 130 ათასი გზავნილი შემოვიდა, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 345 დოლარი იყო, ხოლო ამ გზავნილების ჯამმა 45 მილიონი დოლარი შეადგინა. საბერძნეთიდან 75 ათასი ინდივიდუალური გზავნილი მიიღო ქვეყანამ, ამ გზავნილების საშუალო ზომა 264 დოლარი იყო, ხოლო მათი ჯამი 20 მილიონ დოლარს შეადგენდა, აშშ-დან კი 90 ათასი ინდივიდუალური გზავნილი შემოვიდა, საშუალო ზომით 445 დოლარი, მათი ღირებულება კი 40 მილიონი დოლარი იყო. გერმანიიდან გადმოირიცხა 37 ათასი გზავნილი, საშუალო ზომა 542 დოლარი იყო, ხოლო ჯამური მოცულობა 20.3 მილიონი დოლარი. ისრაელიდან 25 ათასი გზავნილი, ერთის საშუალო ზომა 678 დოლარი, ხოლო ჯამური მოცულობა 16.8 მილიონი დოლარი იყო. 

შეუძლებელია გათანაბრება თვეში გზავნილების რაოდენობასა და გამომგზავნების რაოდენობას შორის. თუმცა, ამ ორ სიმრავლეს შორის გარკვეული კავშირი მაინც არსებობს. რუსეთის ფედერაციის გამოკლებით გზავნილების 10 უმსხვილესი დონორი ქვეყნიდან საქართველომ სულ აგვისტოში 423 ათასი გზავნილი მიიღო. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ტემპით აშშ-დან გზავნილების რაოდენობა იზრდება (90 ათასი გზავნილი აგვისტოში). მაგალითად, 2022 წლის აგვისტოში აშშ-დან საქართველოში 62 ათასი გზავნილი შემოვიდა, 2021 წლის აგვისტოში კი ეს 51 ათასი გზავნილი იყო. ამასთანავე ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში ამერიკის მიმართულებით საქართველოდან ლეგალური და არალეგალური მიგრაცია განსაკუთრებული ტემპებით გაიზარდა. თუმცა, მაინც საბოლოოდ უცნობია ნიშნავს თუ არა აშშ-დან განხორციელებული 90 ათასი გზავნილი იმას, რომ აშშ-ში საქართველოში 90 ათასამდე მიგრანტი ცხოვრობს (იმ დაშვებით, რომ მიგრანტმა შესაძლოა თვის განმავლობაში ერთი გზავნილი განახორციელოს).

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way