USD 2.6266
EUR 3.0159
RUB 3.2807
Tbilisi
"საქართველოში იმდენი ტურისტი აღარ არის, როგორც ადრე" - Hippie
Date:  1035

თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის Hippie-ს დამფუძნებელი, ლალი თვალიაშვილი BM.GE-სთან ტურისტული ნაკადების შემცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადრე თუ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტები მოგზაურობდნენ, ახლა მხოლოდ რუს ტურისტები შეინიშნებიან.

მისი ვარაუდით, აღნიშნული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და არასტაბილურმა გარემომ განაპირობა.

"ზოგადად ჩვენი მომხმარებლები ახალგაზრდა სეგმენტია. ონლაინ ძირითადად ქართველები ყიდულობენ, მათ შორის, ემიგრანტებიც. ხოლო მაშინ, როდესაც ყოველკვირეულ გამოფენებზე გავდივართ, ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი ყიდულობს. რადგან ჩვენი ფასი მათთვის ძალიან ხელმისაწვდომია. 5 ლარიდან იწყება და 75 ლარამდე აღწევს.

ამ ბოლო დროს, ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება. საქართველოში იმდენი ტურისტი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ეს გამოფენებზე განსაკუთრებით შეინიშნება ხოლმე. ადრე ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, გვაცნობდნენ თავის ისტორიას, თუ საიდან იყვნენ და სად მიჰქონდათ ჩვენთან ნაყიდი საჩუქრები. ახლა ძირითადად რუსები შეინიშნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოში განვითარებული მოვლენების ბრალია. ტურისტები საქართველოს აღარ თვლიან ისეთ ადგილად, სადაც შეიძლება ჩამოვიდნენ, დრო გაატარონ და რესურსი დახარჯონ",- აცხადებს თვალიაშვილი.

წყარო:https://bm.ge/

World
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way