USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო
дата:  518

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.

იენს სტოლტენბერგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე.

სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати