USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით გადაადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი გახდება
Date:  300

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს საბერძნეთიც აღიარებს. ისევე, როგორც საბერძნეთში გაცემული მართვის მოწმობები საქართველოშიც ვალიდურ დოკუმენტად ჩაითვლება.

ურთიერთაღიარების შესახებ პროცესის დაწყების შესახებ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 9 სექტემბერს მოაწერა. უცნობია, რა დრო დასჭირდება პროცედურების დასრულებას.

ქართული მართვის მოწმობები ირლანდიამ მიმდინარე წლის ივლისში აღიარა. ასევე, ურთიერთაღიარების დოკუმენტს საქართველომ ხელი მოაწერა ესპანეთთანაც.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way