დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა ვაქცინა მესამე კვარტალში შემოვა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან განაცხადა.
„ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რომელიც ქვეყანაში მესამე კვარტალში, რამდენიმე ეტაპად უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.