USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა
Date:  553

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ვიზიტისას ის შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„მე მაქვს პატივი, განვაცხადო, რომ საქართველოში ჩამოვალ ხვალ, რათა შევხვდე ყველა თქვენგანს, გამოვხატო ნდობა და განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ უნდა გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად, რომ გავაძლიეროთ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, - მიმართა შარლ მიშელმა იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მისი მედიაციით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way