USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
საქართველოში დაბრუნებული 200 მიგრანტი 4 000 ლარს მიიღებს
дата:  465

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში განახადების მიღება დაიწყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიხედვით, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

"დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა., 

განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.  

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.  N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქ. N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge

პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის  მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე,  მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.  

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати