ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 30-ით არის გაზრდილი. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. ამჟამად Covid-19-ით 296 ადამიანია ინფიცირებული.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458 პირი.
296 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.