USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია
Date:  

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის, გაცნობითი შეხვედრა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მრავალწლიანი მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურისა და სპორტის სფეროებში უკვე არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.
საუბარი ასევე შეეხო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტერიტორიების, მუზეუმ-ნაკრძალების დაცვისა და მუზეუმების მენეჯმენტის განვითარებისთვის მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებს და მათი გაფართოების შესაძლებლობებს.
თეა წულუკიანმა ელჩს გულითადი მადლობა გადაუხადა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ისეთი წარმატებული ერთობლივი პროექტებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, დადიანების დედოფლისეული სასახლის საფონდო სივრცეების, სასახლეში დაცული ნივთებისა და არტეფაქტების კონსერვაცია-რესტავრაციის ფინანსური მხარდაჭერის პროექტი.
გარდა ამისა, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ქართული კინემატოგრაფიის სათანადოდ წარმოჩენას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის, „ევრიმაჟის“ წინაშე.
შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა რობინ დანიგანს წარმატებული და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა და ქვეყნებს შორის, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ისე კულტურისა და სპორტის სფეროში ურთიერთობისა და მრავალწლიანი მეგობრობის კიდევ მეტად განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოხატა. კულტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს წარმატებულ სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
რობინ დანიგანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით თეა წულუკიანს ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი დაუდასტურა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

ინფორმაციისთვის: თეა წულუკიანისა და რობინ დანიგანის გაცნობითი შეხვედრა 2024 წლის 29 იანვარს გაიმართა.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way