USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ბარსელონას” ლეგენდების მატჩი 1:3 დასრულდა
дата:  559

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ბარსელონას” ლეგენდების მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1:3 დასრულდა.

ანგარიში საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა გიორგი ნავალოვსკიმ გახსნა. „ბარსელონას” ლეგენდებიდან 2 გოლი ხავიერ სავიოლამ გაიტანა, ერთი კი სორიანომ.

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ: ლომაია, კალაძე, ცხადაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კობახიძე, ნავალოვსკი, ჯამარაული, იაშვილი, ყენია, შოთა არველაძე. შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, კვირკველია, ნემსაძე, ცქიტიშვილი, გოგუა, ღუდუშაური, ჰარტვიგი, სირაძე, დემეტრაძე.

ბარსელონას“ ლეგენდები: რონალდინიო, ედგარ დავიდსი, ანგოი, ნავარო, კრისტანვალი, დეო, სერხი, ედმილსონი, ლიტმანენი, ჟიული, სავიოლა.

შეცვლაზე შევიდნენ: მასიპო, მაქსველი, კოკუ, ლოპესი, ოკუნოვო, ვალიენტე, სორიანო.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати