კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის კორტებზე მიმდინარე დევისის თასზე, მსოფლიო ჯგუფი ორში საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტუნისის გუნდი 3:1 დაამარცხა, რითაც ჩვენმა გუნდმა 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ტურნირზე პირველ სათამაშო დღეს ერთეულთა თანრიგში გამარჯვებები მოიპოვეს საბა ფურცელაძემ და ზურა ტყემალაძემ. დღეს დევისის თასზე, საქართველოსა და ტუნისის ნაკრებებს შორის ჯერ წყვილთა შორის მატჩი გაიმართა, რომელშიც ორი ალექსანდრე – ბაკში და მეტრეველი ტუნისელ წყვილთან დამარცხნენ და ანგარიში 2:1 გახდა.
მეოთხე შეხვედრაში ერთეულთა თანრიგში კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა საბა ფურცელაძემ, რომელმაც ორ სეტში დუგაზის სძლია და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.