USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
საქართველოს უსინათლო პარაძალოსანთა ნაკრებმა ალმატის მსოფლიოს თასზე 12 მედალი მოიპოვა
дата:  651

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში პარაძალოსნობის მსოფლიოს თასი გაიმართა. საქართველოს უსინათლოთა პარაძალოსნობის ნაკრებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და 12 მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მირიან ოგნაძემ (+125 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში 214 კგ დაძლია, თავისივე მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა ჩაჯდომში, მან 281 კგ დაძლია და ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. გიორგი მაისურაძე (+125 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ზაზა მარტიაშვილი (125 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლებს დაეუფლა. თეონა ბექაურმა (67,5 კგ) წოლჭიმში ბრინჯაოს, ხოლო სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი გიგაური (57 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. გიორგი ბასილაშვილმა (75 კგ) სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლევან მელანაშვილი (82,5 კგ) კი სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ალმატის მსოფლიო თასზე მამაკაცებს შორის გუნდურ გამოსვლაში ჩვენი ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати