USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
Tbilisi
საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
Date:  478

სინოპტიკოსები 12 იანვარს ქუთაისში დღისით +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი იქნება და ნაწილობრივ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ოზურგეთში იწვიმებს, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12. ბათუმში, სადაც ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნება, მოსალოდნელია წვიმა. დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ცვალებადი მოღრუბლულობაა და წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 იქნება, აქაც წვიმაა მოსალოდნელი. სოხუმშიც იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლი მოვიდა +6 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ბორჯომში +10 გრადუსი და მცირე ნა;ექია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ცხინვალში, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი. ორივე კურორტზე თოვლია მოსალოდნელი.

ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

+10 გრადუსია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღში +10 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way